ბიზნესი
18/11/2022

"მეგასპორტის" მაღაზია 2023 წელს შესაძლოა ბათუმშიც გაიხსნას

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ის, Disel-ისა და Scotch & Soda-ს  ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქსელის გაფართოების გეგმებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულიდან შესაძლოა „მეგასპორტის“  ბრენდული მაღაზია ბათუმშიც გაიხსნას. ჩხეიძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ჩხეიძე განმარტავს, კომპანია გამოვიდა პანდემიური და პოსტპანდემიური ფინანსური კრიზისიდან.

მისი განცხადებით, აქტივობა საკმაოდ გააქტიურებულია, რეალიზაციის მაჩვენებელი კი პანდემიამდე ნიშნულს დაუბრუნდა. „დეკემბერში ზუსტად მეცოდინება როგორ დავხურავთ წელს, თუმცა, დიდი ალბათობით მცირე მოგებაზეც გავალთ,“-აცხადებს ჩხეიძე.

კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023