ბიზნესი
25/08/2020

"მეგრული ჩაი" თიბისი მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს

კომპანია „მეგრული ჩაის“ დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა. „მეგრული ჩაი“ უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს.

ნანა ბიგვავა, ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია, ამიტომ ფერმერი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც მხოლოდ პრემიურ ხარისხის ჩაის ყლორტს ამუშავებენ. წელს „მეგრულმა ჩაიმ“ თიბისის მხარდაჭერით ნედლი ჩაის რაოდენობა გაზარდა და ის ადგილობრივებისგანაც შეიძინა. ჩაის პლანტაციებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 50 -დან 60 ტონამდე ჩაი იკრიფება.

„მეგრული ჩაის“ წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის ბელორუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023