ბიზნესი
15/09/2020

"მეიჯერელი“ კახეთში ოფისის გახსნას გეგმავს

სააგნეტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანია „მეიჯერელი“ კახეთში ოფისის გახსნას გეგმავს.

„მეიჯერელმა ცოტა ხნის წინ ბათუმშიც გახსნა დროებითი ოფისი. კომპანია ყოველწლიურდ იზრდება და საქართველოში მაღალი ანაზღაურებით ასაქმებს ადამიანებს. როდესაც ჩვენ სკაუტებს ვესაუბრებით, რომ ჩვენთან არის მეიჯერელი ეს კარგი სიგნალია სხევისთვისაც,“-განმარტა ხიდურელმა.

„მეიჯერელი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს.

კომპანიის 50 000-ზე მეტი თანამშრომელი 29 ქვეყანაში, 36 ენაზე ემსახურება 500-მდე საერთაშორისო ბრენდის მომხმარებელს. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელსაც თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში შემოსვლის დღიდან მეიჯერელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივად მრავალი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023