ბიზნესი
19/10/2023

მეტი შესაძლებლობა დასაქმების მსურველებისთვის - "თეგეტა ჰოლდინგის" ადამიანური კაპიტალის მართვის ახალი პოლიტიკა

„თეგეტა ჰოლდინგი“,  რომელიც, 3000-ამდე თანამშრომლით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ გადაწყვეტილებას იღებს. განახლებული დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებისთვის გამარტივებული შესაძლებლობები შეიქმნა. მთელი ჰოლდინგის მასშტაბით, სასურველ პოზიციაზე დასაქმება ახლა უკვე ნახევარ განაკვეთზეა შესაძლებელი.

ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჰოლდინგის მასშტაბით 200-ამდე პოზიცია განისაზღვრა, რომლებზეც  ნახევარ განაკვეთზე დასაქმებაა შესაძლებელი. ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულებაში 30-ამდე ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.

ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „წელს ჰოლდინგის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და ახალგაზრდების ამ მიმართულებით მხარდაჭერაა. იქიდან გამომდინარე, რომ  სტუდენტებს, მათი სალექციო განრიგის გათვალისწინებით, უმეტესწილად უძნელდებათ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობების განხილვა,  გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა ადამიანური კაპიტალის შერჩევის პოლიტიკისთვის. შევიმუშავეთ მიდგომა, რამაც მოგვცა საშუალება, ახალი კანდიდატების შერჩევისას მოქნილი პირობებით ვიხელმძღვანელოთ.  

ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ კანდიდატებს მათ განრიგებზე მორგებული სამუშაო განაკვეთები და ამით წვლილი შევიტანოთ ბაზარზე ახალგაზრდების, და არა მარტო მათი, დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“.  

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც უმსხვილესი კომპანია, საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს. მასშტაბიდან გამომდინარე, ნახევარ განაკვეთზე ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და სასურველი პოზიციის მოძებნა თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს  შეუძლია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბით, ნახევარ განაკვეთზე არსებული ვაკანსიების ნახვა თეგეტას დასაქმების პორტალზეა შესაძლებელი -  jobs.pointer.ge  ან Jobs - TEGETA CARS (pointer.ge)

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023