ბიზნესი
25/03/2020

მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა StopCov ფონდში ₾500 000 ჩარიცხა

კომპანია „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სახელით, StopCov ფონდში 500 000 ლარი ჩარიცხა.

მედიკოსებს კი საჩუქრად გადასცა 1 მლნ ლარის სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები გადასცა.

COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგი” და მასში შემავალი კომპანიები ყველა საჭირო ეფექტურ ზომას იღებენ, რათა შეუფერხებლად გააგრძელონ მუშაობა, რაც კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. მათ შორის სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA”, რომელიც სადაზღვეო ბაზარზე წლის დასაწყისიდან ოპერირებს.

“სს “მეტროავრასია ინვესთმენთ ჰოლდინგი” და ჰოლდინგში შემავალი კომპანიები მიესალმებიან აღნიშნული ფონდის შექმნას, რომლის მიზანია, კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირება და რესურსების სწორად გადანაწილება და ვთვლით, რომ ეს არის გაერთიანებული ძალისხმევისთვის ეფექტიანი საშუალება და სწორედ ამიტომ გადავწვიტეთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ მეტად დროულ ინიციატივაში მთავრობის მხრიდან”- აცხადებენ ჰოლდინგში.

„მეტრო ჰოლდინგში” დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს 1000-დან 2000-მდე მერყეობდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023