ბიზნესი
10/11/2021

მევლუდ მელაძემ "ლილო არენას" მშენებლობა დაიწყო

ლილოში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის "ლილო არენას" მშენებლობა დაიწყო. პროექტის ავტორი სხვადასხვა რბოლის არაერთგზის ჩემპიონი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, მევლუდ მელაძეა.

კომპლექსის მშენებლობისთვის 9 ჰექტარზე მეტი ტერიტორია თბილისის მერიამ გამოყო.
პროექტის განხორციელების მიზანი, საავტომობილო სწავლებების ორგანიზება და ქუჩის რბოლების უსაფრთხო, ორგანიზებულ სივრცეში გადატანაა.

პირველ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც შესაბამისი სარბოლო ტრასა იხაზება. ტერიტორიაზე სარბოლო ტრასასთან ერთად, ოფროუდ ტრასა, საბავშვო ოფროუდ ზონა იმიტირებული საავტომობილო ქალაქი და შესაბამისი საპარკინგე ზონა განთავსდება.

პროექტის ღირებულება $5 მლნ-ია, მისი განხორციელება 5 წელში უნდა დასრულდეს, თუმცა მანამდე, მომდევნო წლის გაზაფხულისთვის სარბოლო ტრასა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის უკვე მზად იქნება.

მევლუდ მელაძე ამბობს, რომ 2023 წლისთვის ევროპის ჩემპიონატი სწორედ "ლილო არენაზე" ჩატარდება.

კომპლექსი, რომელიც სამოყვარულო და პროფესიულ ავტოსპორტს აერთიანებს ანალოგი მთელს მსოფლიოში არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ სარბოლო ტრასას, ტერიტორია დაკომპლექტებულია ისე, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ტრასიდან, საუკეთესო ფრაგმენტებია გადმოტანილი. განსხვავებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომისგან, სივრცე პროფესიულთან ერთად, სასწავლო მიმართულებას მოიცავს.

უკვე მომდევნო წლიდან პროექტი შეძლებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობას. პარალელურად კი ავტოსპორტის მოყვარულებს, რომელთათვისაც ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი სივრცეები, შესაძლებლობა ექნებათ, ქუჩის რბოლები, ერთიან, უსაფრთხო სივრცეში გადაიტანონ.

"ლილო არენას" მიმართ ინტერესი საერთაშორისო მასშტაბით დიდია. მათ შორის, ერთ-ერთი დაინტერესებული, დრიფტ მასტერის ევროპის ჩემპიონატის მფლობელები არიან, რომლებმაც პროექტში ინვესტირების სურვილიც გამოთქვესდა შესაბამისი მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს", - განმარტავს მევლუდ მელაძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023