ბიზნესი
06/03/2023

მგვ-ს რეესტრში 9000 ოპერატორი დარეგისტრირდა

მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში 9000-მდე ოპერატორია დარეგისტრირებული, როლებიც საბურავების, ზეთების, ელექტრო ნარჩენების, ბატარეების და აკუმულატორების იმპორტს ახორციელებენ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნარჩენების გადამუშავებისთვის ინფრასტრუქტურა შექმნილია, თუმცა ამ მიმართულებით ისევ არსებობს გამოწვევები და ნარჩენები ძირითადად ექსპორტზე გადის.

"რა თქმა უნდა, ეს რთული პროცესია, მაგრამ ამუშავდა. მგვ-ს რეესტრში დარეგისტრირებულთა ინდიკატორებს ველოდებით 2023 წლის ბოლოსთვის, რომელიც უკვე განსაზღვრულია და მათ უკვე გაკეთებული აქვთ სპეციალური შეგროვების ადგილები, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ანუ ინფრასტრუქტურა შექმნეს, ხდება ადამიანების დასაქმება, თუმცა გადამუშავების ნაწილი მაინც პრობლემურია. ჩვენი მთავარი მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც გადამუშავების პროცესს შეუწყობს ხელს და მოხდება ეს საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესსი კი შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ფინანსური ინსტრიტუტები, ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით მოხდეს და ა.შ,"- ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1 ივლისიდან, შესაბამის მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

რაც შეეხება, ნარჩენების მართვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, კიდევ 4 ახალი მიზანი დაემატა, რაც სამშენებლო და სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, პლასტიკის ნარჩენების პრევენციასა და ბიოდეგრადირებული ნარჩენების შეგროვებას ითვალისწინებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023