ბიზნესი
01/02/2021

მიხეილ ჭელიძე: ბიზნესი შუქი არ არის, როცა მოგვინდება ავანთოთ ან ჩავაქროთ

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაცია მთავრობას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად ბიზნესის ქცევის სამოქმედო კონკრეტული გეგმის შედგენისკენ მოუწოდებს.

გაერთიანების თავმჯდომარე, მიხეილ ჭელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ არ შეიძლება, კერძო სექტორს რამდენიმე დღით ადრე ამცნო ხსნი, თუ კეტავ.

„შეზღუდვები აუცილებლად იმ ვადებში უნდა მოიხსნას, რაც დაგეგმილია. ბიზნესი შუქი არ არის, როცა მოგვინდება ავანთოთ, ჩავაქროთ. ყველაფერს სჭირდება მომზადება. უნდა გაიწეროს კონკრეტული თარიღები. მაგალითად, უნდა ვთქვათ, რომ 4000-ს თუ აცდება, მერე თავიდან დავიკეტებით. ეს წელი გავიარეთ, რაც იყო ჩავამთავრეთ. ახლა უკვე უნდა დავგეგმოთ ყველაფერი. ვირუსი არსად მიდის. უნდა იყოს კარგი და ცუდი სცენარი. ცუდი სცენარიც წინასწარ უნდა იცოდეს ბიზნესმა იმისთვის, რომ თუ იმ სცენარს მივუახლოვდებით, მან მზადება დაიწყოს. და არა ისე, ხუთი დღით ადრე რომ ეუბნებოდნენ, უნდა დაგკეტოო. ეს არის პრობლემა“,- აღნიშნა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაწესებული რეგულაციების ნაწილი შემსუბუქდა. აღდგა საერთაშორისო რეგულარული ფრენები, გაიხსნა სავაჭრო მოლები. თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა სკოლებში დაბრუნდნენ მოსწავლეები, ასევე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები, ამ თვალსაზრისით სხვა რეგიონებში კვლავინდებურად შეზღუდვა რჩება - ფუნქციონირებს გატანის სერვისიდაწესებული რეგულაციების დაცვით.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი, სავაჭრო მოლები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023