ბიზნესი
22/06/2020

მიხეილ დუნდუა: სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკები მინიმალიზდება

მივიღებთ შედეგს, რომ ონლაინ კაზინოებსა და საერთოდ სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილები შეაფასა.

საკომიტეტო მოსმენაზე მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, რომ ნულამდე იქნება დაყვანილი ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის გარეშე როგორც კაზინოს მფლობელების, ისე მოთამაშე პირის პროცესში მონაწილეობა.

"არასწორი კომპიუტერული პროგრამების და თამაშობების გზით, ასეთი მაქინაციების შესაძლებლობა ან თაღლითური გზით ფულის კეთება შეუძლებელი იქნება და ეს სფერო გახდება უსაფრთხო. ამის შემდგომ საშუალება მოგვეცემა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა დავაშენოთ და ამა თუ იმ ნიშნით შევზღუდოთ ან არ შევზღუდოთ ბიზნესი, მოქალაქეებს შევუზღუდოთ თუ არა წვდომა. უკვე საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება რა ფორმით მოვისურვებთ ამა თუ იმ კომპონენტით სათამაშო ბიზნესის ან წახალისებას, ან შეზღუდვას, გაუქმებას, ან პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა დუნდუამ.

კომიტეტმა ცვლილელებს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023