ბიზნესი
08/09/2020

მიხეილ ხიდურელი: საქართველოში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ჩამოყვანა შევძელით

საინვესტიციო ლოკაციების საერთაშორისო კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს.

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელმა და ამერიკელმა სტუმრებმა Majorel-ის თბილისის ფილიალი დაათვალიერეს. საერთაშორისო კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კი Majorel-ს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში 1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

საქართველოს პირველად სტუმრობენ საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიებიდან - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023