ბიზნესი
24/11/2020

მინაპლასტიკური არმატურა - "ბაზისის" ინოვაციური სამშენებლო მასალა

კომპანია "ბაზისის" მინაპლასტიკური არმატურა ახალი და ალტერნატიული პროდუქტია, რომელიც თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოების ინოვაციების ნომინაციაში მოხვდა.

ინოვაციური სამშენებლო მასალა მინაბოჭკოთი იწარმოება და სფეროში არსებული ტრადიციული მეტალის არმატურის ერთგვარი ალტერნატივაა.

ბაზისი", რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა, მომხმარებელს ლითონზე 3-ჯერ მტკიცე, 5-ჯერ მსუბუქ, 30-40%-ით იაფ, უჟანგავ და თბოგაუმტარ საშენ მასალას სთავაზობს.

მინაპლასტიკური არმატურის გამოყენება წლების წინ ვიწროდ შეზღუდული სფეროებით - პორტებით და ნაპირსამაგრი სამუშაოებით შემოიფარგლებოდა, დღეს კი ნებისმიერ კერძო თუ კომერციულ ნაგებობაში, სამელიორაციო და სარწყავ პროექტებში, ასევე გზების მშენებლობაში წარმატებით გამოიცადა.

"ბაზისის" წარმადობა 100 000 მეტრის სიგრძის არმატურის წარმოებაზეა გათვლილი, თუმცა ბაზარზე ასეთი მოთხოვნა  ჯერ არ არის. პროდუქციის ექაპორტთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები ამ ეტაპზე თურქეთთან და აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

კომპანია 20-მდე ადამიანს ასაქმებს. მშენებლობის სფეროს ისედაც სეზონურ ხასიათს პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობაც დაემატა, თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, „ბაზისის“ გუნდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და 4-დან 16 მილიმეტრამდე კვეთის, მომხმარებლისთვის სასურველი ნებისმიერი სიგრძის მინაპლასტიკურ არმატურას უწყვეტად აწარმოებს.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ბიზნესი კრიზისს წარმატებულად გაუმკლავდება, ალტერნატიული და ინოვაციური სამშენებლო პროდუქციაც უფრო მეტ ინტერესს დაიმსახურებს და წარმოება, რეგიონში თუ საერთაშორისო დონეზე, სრული დატვირთვით ამუშავდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023