ბიზნესი
23/03/2021

მინერალური წყლის კომპანია "კოკოტაური" წარმოების განახლებას გეგმავს

4 წლიანი პაუზის შემდეგ, შპს „კოკოტაური" წარმოების აღდგენას აპრილში გეგმავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ შერვაშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქარხანა ამ დროისთვის გაჩერებულია, წარმოების დაწყება კი გასაღების ბაზრების მოძიებაზეა დამოკიდებული. 

შარვაშიძის ინფორმაციით, პროდუქციის მიწოდებაზე ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასთან, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი კომპანია წარმოებას აღადგენს. მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა, სამომავლოდ, შერვაშიძე მინერალური წყლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც.

შპს „კოკატაური" ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში მდებარეობს. კომპანია რუსულ-ქართული კაპიტალითაა შექმნილი. მინერალური წყალი "კოკოტაური" საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას აუმჯობესებს. ასევე რეკომენდებულია ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ინფექციური ჰეპატიტის, ქრონიკული მიმდინარეობის პანკრიატიტების დროს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023