ბიზნესი
17/06/2020

მინისტრი: საქართველოში ბევრი გამოგონება იქმნება, რომელიც გლობალური ბაზრისთვის საინტერესოა

ნათია თურნავა პანდემიის გამოწვევის შესაძლებლობად ქცევაზე კიდევ ერთხელ აცხადებს.

ეკონომიკის მინისტრმა სტარტაპერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გამოწვევა ქართველი სტარტაპერებისთვის, ინოვატორებისთვის, კრეატიული ადამიანებისთვის უკვე გახდა ახალი შესაძლებლობა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბევრი საინტერესო გამოგონება შეიქმნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის როგორც სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, იზოლაციის პირობებში ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისკენ და მეტი კომფორტის შეთავაზებისკენ მიმართული გამოგონებები, ასევე ისეთი სხვადასხვა გამოწვევის ზემოქმედების შერბილებისკენ მიმართული სტარტაპები, როგორიც არის რიგების პრობლემა, უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის თემა და ა.შ.

„მნიშვნელოვანია, რომ არის ინოვაციები ტურიზმში, რადგან ტურისტული ინდუსტრიაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე - ბევრი ახალი განვითარებაა და ამას ეხმარებიან ჩვენი სტარტაპები. არის სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ, გლობალური ბაზრისთვის. გვაქვს სპეციალური პროგრამა და პოლიტიკა, რომლითაც უნდა წავახალისოთ მომავალში ჩვენი სტარტაპები, ჩვენი ეკოსისტემა. უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვფიქრობთ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები, რასაც მხარს დავუჭერთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023