ბიზნესი
14/04/2021

მირა ჰოტელსი: სტუმრების ქცევა შეიცვალა, კერძების ფასებს უფრო მეტად აკვირდებიან

მესამე ტალღის გამო შეზღუდვების შემოღების აუცილებლობის შემთხვევაში კვების ინდუსტრია შესაბამისი სტრუქტურებისგან წინასწარ ინფორმირებას ითხოვს. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც მომხმარებლების რაოდენობა რესტონებსა და ბარებში თითქმის 50%-ით არის შემცირებული.

„სტუმრები უფრო და უფრო აკვირდებიან კერძების ფასებს. მთელმა რიგმა პრობლემებმა რომელიც დღეს საქართველოშია მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად შეცვალა. გაგვეზარდა პროდუქციის ღირებულება, მაგრამ ვცდილობთ ფასები ძველ ნიშნულზე დავტოვოთ. ვეძებთ ოქროს შუალედს რადგან ვხედავთ პროდუქტების გაძვირების საპირწონედ ჩვენს მოქალაქეებს ხელფასები არ გაზრდიათ. ის კიარა ბევრმა საერთოდ დაკარგა სამსახური. მოხმარებლები პანდემიის შემდეგ წინასწარ აკეთებენ შეჯამებას რამდენის გადახდა მოუწევთ კონკრეტულ შემთხვევაში და მხოლოდ მას შემდეგ აკეთებენ ჯავშანს. ამ პრობლემებს ასე თუ ისე გავუმკლავდით, მაგრამ ის რესურსები რაც გაგვაჩნდა მეორედ გახსნის დროს სრულად გავხარჯეთ. იმედი გვაქვს, მესამე ჩაკეტვის საჭიროება არ დადგება, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნება, ბიზნესი წინასწარ იყოს ინფორმირებული. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვლადი,“ - განმარტავს „მირა ჰოტელსის“ დირექტორის მოადგილე დიმიტრი შველიძე.

"მირა ჰოტელსში" ტურისტების შემცირებით მიღებულ დანაკარგებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ამ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს ვიზიტორების შემცირება, შაბათ-კვირის დაკეტვა და კომენდანტის საათი, შესაბამისად, მხოლოდ მიტანის სერვისით და დღის საათებში მუშაობით მოგებაზე გავლა წარმოუდგენელია.

„ჩვენი მომხმარებლების 30% უცხოელები იყვნენ, რაც თავისთავად მოგვაკლდა. ასევე ვეღარ გვსტუმრობენ ის ქართველი მხარჯველუნარიანი მოსახლეობა, რომელიც საღამოს საათებში სამსახურის შემდეგ გვსტუმრობდა და კომენდანტის საათი ამ პროცესს აფერხებს. მიტანის სერვისი დავნერგეთ, მაგრამ ჩვენი ტიპის რესტორნებისთვის დილივერი სერვისი რენტაბელურია მხოლოდ მაშინ, თუ პარალელურად რესტორანიც ფუნქციონირებს. მხოლოდ დილივერიზე არსებობა შეუძლებელია და თვის ჭრილში სრულ ზარალზე გადის,“ - განმარტავს დიმიტრი შველიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023