ბიზნესი
04/02/2021

"მისტერ ჯონჯოლი" - ბაზარზე მარინადების ახალი ბრენდი გამოჩნდება

სუნელების მწარმოებელი ქართული კომპანია „ვაიმე“ მიმდინარე წელს ბაზარზე ახალ პროდუქტებს გამოიტანს. „მისტერ ჯონჯოლი“ ასე ჰქვია ახალ ბრენდს, რომელიც დახლებზე დაახლოებით სამ კვირაში გამოჩნდება. სუნელების შემდეგ მეწარმეები მარინადების გამოშვებას იწყებენ.

იქნება სხვადასხვა მარინადები. ჯონჯოლი, ნიორი, წიწაკები და ა.შ. ვფიქრობთ, საინტერესო ასორტიმენტია. პროდუქტები ერთდროულად გამოვა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზარზე. ჩვენს პარტნიორებთან საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებული და ნიმუშებიც შეფასებულია,“ - ამბობს Waime Spices-ის თანადამფუძნებელი გიორგი გოგია.

შვილობილი ბრენდის შექმნის პარალელურად წარმატებით ზრდის გაყიდვებს Waime Spices-ც. უკრაინის, რუსეთის და ლატვიის შემდეგ Waime Spices-ი გაზაფხულიდან ისრაელში გაიყიდება.

„ჩვენი კომპანიისთვის ახალი არხების დამატება საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გავზარდეთ ექსპორტი და მარტიდან, ალბათ, ტრადიციული ბაზრების გარდა ისრაელშიც გაიყიდება ჩვენი პროდუქტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეთანხმება. პარტნიორებთან ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, შესაბამისად, ექსპორტი უცხოეთის ბაზრებზე გარკვეული პერიოდულობით მუდმივად ხორციელდება,“- გიორგი გოგია Waime Spices-ის თანადამფუძნებელი

2020 წლისთვის Waime Spices-მა 2500 კილოგრამამდე სუნელი აწარმოა, თუმცა წელს ეს რიცხვი გაორმაგდება. ამ ეტაპზე კომპანია 11 სახეობის პროდუქტს უშვებს. 70% ექსპორტისთვის არის განკუთვნილი, ხოლო 30% - ადგილობრივი ბაზრისთვის. Waime Spices ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023