ბიზნესი
27/10/2020

მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნა მცირდება, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე - იზრდება

საქართველოში,  ძვირადღირებულ  მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნა ბოლო რამდენიმე თვეა შემცირებულია, შემცირებულია იმპორტის მაჩვენებლებიც.  

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სატელეფონო აპარატებისა და სმარტფონების იმპორტი თანხობრივ მაჩვენებელში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 114.5 მლნ დოლარი შეადგინა.

პანდემიის პირობებში, რამდენიმე კომპანია ზარალზეც გავიდა. ერთ-ერთი ასეთია Beko, რომლის გაყიდვებიც აპრილ-მაისში 90%-ით შემცირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი  მეჰმეთ მელექი,  მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნის შემცირების კიდევ ერთ მთავარ მიზეზად  ლარის გაუფასურებას ასახელებს.

"კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენი მაღაზიები 24  მარტს დაიკეტა. პროდუქციას ონლაინ ვყიდდით. აპრილში გაყიდვები 90%-ით შემცირდა და Beko ზარალზე გავიდა. მაისშიც თითქმის ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 2020 წლის მეორე კვარტალში შემოსავლები 35%-ით შეგვიმცირდა, ძვირადღირებულ ტელეფონებზე მოთხოვნა რეგიონებში მკვეთრად დაეცა. თბილისსში ძირითადად სმარტფონებზეა მოთხოვნა, თუმცა თუ შევადარებთ გასულ  წლებს, ძვირადღირებულ  მოდელებზე მოთხოვნა დედაქალაქში ისეთი მზარდი აღარ არის.   გარდა  კორონავირუსის  პანდემიისა, პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების ასევე მთავარი  მიზეზი ეროვნული  ვალუტის  გაუფასურებაა. ამან  უფრო დაამძიმა ქვეყანაში ისედაც რთული ვითარება", - ამბობს მეჰმედ მელექი.

მისივე თქმით, ლარის  მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, კომპანია პროდუქციაზე ფასებს ინარჩუნებს.

"თუ ლარის გაუფასურების ტრენდი მომავალშიც გაგრძელდება, რთული იქნება ძველი ფასების შენარჩუნება, თუმცა შევეცდებით, რომ ფასები არ გავზარდოთ. ვაპირებდით  გაფართოებას და  ახალი მაღაზიების გახსნას რეგიონის მასშტაბით, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ამჟამად  არსებული ვითარება დროულად  არ დასტაბილურდება, ბუნებრივია, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს როგორც  ბიზნესზე, ასევე მომხმარებლებზე,“  - განაცხადა Beko-ს  გენერალურმა დირექტორმა 

აღსანიშნავია, რომ მობილურ ტელეფონებზე შემცირებული მოთხოვნის პარალელურად, პანდემიის პირობებში საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა იზრდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023