ბიზნესი
29/10/2020

მოდური აქსესუარები ნარჩენებისგან - Plasticwatcher-ი მომხმარებლებს ახალ პლატფორმას შესთავაზებს

ოჯახებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ბიზნეს ორგანიზაციებიდან ვადაგასული სარეკლამო ბანერების და “როლ აპების” შეგროვებით, შემდგომ მათი სამკერვალო მასალად გარდაქმნით და გამოყენებით, plasticwatcher.ge მდგრადი მოდის ნივთებს და სხვადასხვა აქსესუარებს ქმნის.

საწვიმრებს, ქუდებს, ფანქრების ჩასადებს და სხვა. დაზიანების შემთხვევაში, თქვენ თავად, მარტივად შეგიძლიათ მათი შეკეთება, ე.წ. “პერგამენტის” ქაღალდის და უთოს დახმარებით. მდგრადი მოდის ნივთის მთავარი დანიშნულება არის, ის რომ იგი ისევ ნარჩენად არ გადაიქცეს, არამედ ის დროსთან ერთად  გაქრეს, მოხმარებაში გაილიოს. ამგვარად plasticwatcher–ის მიზანია ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, რათა ისინი დაფიქრდნენ, ვიდრე პოლიეთილენის პარკით და პლასტიკის ბოთლებით გარემოს ზიანს მიაყენებენ.

plasticwatcher.ge–ს დამფუძნებელი ეკა ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კომპანია ზრუნავს პოლიეთილენის პარკების და საოჯახო პროდუქტების შესაფუთი ნარჩენებით დაბინძურების შემცირებაზე, რომლის მიზანი ადამიანების შთაგონებაა, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ქცევა შეიცვალოს და მოახდინოს ე.წ. Zero Waste ცხოვრების სტილის სტიმულირება.

„ერთი წლის წინ, გავიმარჯვეთ თიბისი ბანკის პროექტში, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას ეხებოდა. ერთ–ერთი პრიზი იყო ვებ–გვერდით უზრუნველყოფა. 6 თვეა ვმუშაობთ ამაზე და ძალიან მალე მომხმარებელს ახალ საერთაშორისო პლატფორმას შევთავაზებთ, სადაც გასაყიდი პროდუქციის გარდა განთავსდება ინფორმაცია ცნობიერების ასამაღლებლად და ორიენტირებული იქნება ადამიანების განვითარებასა და ქცევის ცვლილებაზე. თავიდან ეს ყველაფერი სახლში დაიწყო, როდესაც პოლიეთილენისგან ნაჭრის მსგავსი მასალის მიღება ვცადე და გავაკეთე ჩანთა. ამის შემდეგ საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის კონკურსში, „სიცოცხლის ხე“, შევიტანეთ განაცხადი, სადაც გავიმარჯვეთ, მოვიპოვეთ დაფინანსება და შევიძინეთ საჭირო დანადგარები, საკერავი მანქანა, თერმო პრესი და ა.შ.“ – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ეკა ასათიანი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023