ბიზნესი
23/10/2020

„მორიგი ლოქდაუნი ქვეყისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება“ - თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებიდან გამომდინარე ბიზნესის რეაქცია და მოლოდინზე საუბრობს.

ბიზნესმენის განცხადებით,  ფაქტია, რომ კორონავირუსის გავრცელება ხდება და ბიზნესს მასთან ერთად უწევს ცხოვრება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, ახლა ბიზნესი მთავრობისგან ელოდება ახალ პოლიტიკას და მიდგომას.

„სადღაც მაინც ყველა ვიყავით იმის მოლოდინში, რომ შესაძლებელი იყო სიტუაციის გაუარესება, თუმცა ეს თუ ასე მოკლე ვადაში მოხდებოდა, არავის ეგონა. ჰოსპიტალურ სექტორში რა ხდება ამაში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ახლა ქვეყანა და ადამიანები გაცილებით უფრო მომზადებულები არიან. ბიზნეს კომპანიები გადაეწყვნენ და მოერგნენ სიტუაციას.

ველოდებით  იმას, თუ რა ახალ პოლიტიკას წარმართავს ხელისუფლება ამ მოცემულობიდან გამომდინარე. რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ან არ დაწესდეს. როგორი პრინციპით ვიცხოვრებთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბოლო დღეებში მომხმარებლის აქტივობა შემცირებულია. ბუნებივია, ეს ბევრ კითხვას აჩენს - იმას, თუ რა იქნება მომავალ თვეებში, როგორ წარიმართება პროცესები. დღეს ბიზნესი შეშფოთებულია და გაურკვევლობაშია,“ - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

მისი შეფასებით, მორიგი ლოქდაუნი ქვეყისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. „ვფიქრობ, უნდა აიკრძალოს ყველა ტიპის შეკრება და პირბადეების ტარება მკაცრად  კონტროლდებოდეს ნებისმიერ სივრცეში. სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს საკმარისი რაოდენობის საავადმყოფოების მომზადებისკენ, რომ ყველას, ვისაც ეს დასჭირდება დროულად ვუმკურნალოთ, ეს უნდა იყოს სტრატეგია. ასევე როგორც ყველა ადამიანის ისე კომპანიის ვალდებულება  უნდა იყოს ის, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობას  გავუფრთხილდეთ,“ - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023