ბიზნესი
23/11/2020

"მთავრობა ე. წ. შაბათ-კვირის "ლოქდაუნს" განიხილავს"

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესმა მთავრობისგან ერთგვარი დაპირება მიიღო, კონკრეტულად შეღუდვები რომელიმე სფეროს არ შეეხება, ის ყველა სფეროზე თანაბრად გავრცელდება და უნდა მოიძებნო შუალედური გამოსავალი.

თეიკო ლომინაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ მთავრობასთან სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა შეზღუდვების შესაძლო სცენარები განიხილეს.

„ვიმსჯელეთ გამოსავალზე. ვისაუბრეთ რამდენიმე სცენარზე, იქნება ეს სამუშაო საათების შემცირება, თუ დამატებით სამუშაო დღეების შემცირება. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც განგვიმარტეს, მთავრობა გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს. ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რითეილისთვის დეკემბრის თვე. ვიმსჯელეთ, რა უნდა გაკეთდეს რომ დეკემბერში შევძლოთ ფუნქციონირება. აქ არ არის საუბარი სრულ „ლოქდაუნზე“. საუბარია გონივრულ შეზღუდვებზე, რომელსაც ექნება ეფექტი. გაჟღერდა ასეთი ტიპის შეზღუდვაც, რომ არსებობს ქვეყნის მაგალითები, სადაც ე. წ.  შაბათ-კვირის „ლოქდაუნი“ იყო ერთ-ერთი შეზღუდვა. საერთაშორისო გამოცდილება აქტიურად იყო განხილული. მათ გაიგეს ჩვენი ხმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრეში მოხდება სრული „ლოქდაუნი“ და ჩვენ ვერ შევძლებთ ფუნქციონირებას, კონკრეტულად ეს სფერო ამას ვერ გადაიტანს. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ სრული „ლოქდაუნი“ დეკემბერში არ იქნება“,- ამბობს ლომინაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023