ბიზნესი
11/08/2022

მთავრობა საწვავის გაიაფების მოლოდინშია

მთავრობა საწვავის გაიაფებას ელის.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც ესწრებოდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობები განიხილეს. 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის,  ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები,  რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს  ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023