ბიზნესი
22/02/2023

მთავრობამ მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესი დაამტკიცა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

წესი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდა. ის არ ვრცელდება სადგომზე, სადაც ინახება 500-ზე ნაკლები ქათამი; წესი ვრცელდება სადგომზე, რომელიც ინახავს როგორც სანაშენე, ასევე გამოსაზრდელ ქათმებს.

წესის შესრულებაზე კონტროლს  სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

დოკუმენტის თანახმად,  გუნდის (ქათმების ჯგუფის) მაქსიმალური სიმჭიდროვე სადგომში ან სადგომის საფრინველეში, ნებისმიერ დროს, არ უნდა აღემატებოდეს კვადრატულ მეტრზე 33 კილოგრამს. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 39 კგ იყოს.

ამასთან, მომვლელს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან და ადასტურებს ასეთი სასწავლო კურსის დასრულებას ან შეძენილი გამოცდილების ეკვივალენტურ სწავლებას.

სასწავლო კურსები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შესაბამისი კანონმდებლობის გაცნობას და, კერძოდ, შემდეგ საკითხებს:

ამ წესის დანართები: №1 (სადგომთან დაკავშირებული მოთხოვნები) და №2 (მაღალი სიმჭიდროვის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები); ფიზიოლოგია, კერძოდ, სასმელსა და კვებაზე მოთხოვნილებები, ცხოველების ქცევა და სტრესის კონცეფცია; ქათმების ფრთხილად მოპყრობის, დაჭერის, დატვირთვისა და ტრანსპორტირების პრაქტიკული ასპექტები; გადაუდებელი დახმარება ქათმებზე, გადაუდებელი მოკვლა და გამოწუნება; პრევენციული ბიოუსაფრთხოების ზომები.

რაც შეეხება სადგომთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, დოკუმენტის თანახმად, კვება არ უნდა იქნეს შეწყვეტილი ქათმების მოსალოდნელ დაკვლამდე 12 საათით ადრე; ვენტილაცია საკმარისი უნდა იყოს გადახურების თავიდან ასაცილებლად და, საჭიროების შემთხვევაში, გათბობის სისტემებთან ერთად, ზედმეტი ტენის მოსაცილებლად;  ხმაურის დონე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ვენტილატორები, კვების დანადგარები ან სხვა აღჭურვილობა უნდა იყოს აშენებული, განლაგებული, ექსპლუატირებული და შენახული ისე, რომ გამოიწვიოს ხმაურის მინიმალური დონე.

წესი 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023