ბიზნესი
08/10/2020

მთავრობის გადაწყვეტილება IT კომპანიების მიგრაციას შეუწყობს ხელს - ირაკლი ქაშიბაძე

IT კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებასა და საშემოსავლო და მოგების გადასახადის 5%–მდე შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე და Startup Factory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე.

ქაშიბაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც ადგილობრივი IT  სექტორის განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიგრაციისთვის, რომლებიც საქართველოდან განახორციელებენ მომსახურების შეთავაზებას და ოპერირებას, გახდებიან  ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები, შექმნიან სამუშაო ადგილებს და გადაიხდიან გადასახადს.

„ყველაზე მეტად ეს რეფორმა ქართულ სექტორს შეუწყობს ხელს, რადგან ყველა ეს კომპანია არის ზრდის სტადიაში, რაც მოითხოვს რესურსებს. გადასახადების შემცირება ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, განსაკუთრებით პატარა კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ 10–20 პროგრამისტი, მათთვის ეს კარგი შეღავათია,“– აღნიშნავს ირაკლი ქაშიბაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება თუ რეფორმა სტარტაპებსაც შეეხებათ, რადგან არის ისეთი სტარტაპები, რომლებიც უშუალოდ პროგრამირების მომსახურებას არ სთავაზობენ მომხმარებლებს, თუმცა სთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც IT სისტემებზეა დამყარებული. და ისეთები, რომლებიც გათვლილია მსოლიო ბაზარზე", - განმარტავს ირაკლი ქაშიბაძე.

დღეს მიღებულ გადაქწყვეტილებმადე, აიტი კომპანიებისთვის, როგორც სხვა ბიზნესისთვის საშემოსავლო 20%, მოგების გადასახადი კი 15%-იყო.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023