ბიზნესი
07/02/2023

მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების 3 ორგანიზაციაში 9 000-მდე კომპანია გაერთიანდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ავტორიზებულია სამი მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების ორგანიზაცია, სადაც 9 000-მდე კომპანიაა რეგისტრირებული.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და რეციკლირების 2023-2032 წლების ეროვნული სამიზნე მაჩვენებლებიც. 

"აღნიშნული ვალდებულების ქვეშ ექცევა ყველა ის მწარმოებელი და იმპორტიორი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს შესაბამისი პროდუქციის იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას მათი ფასისა და გაყიდვის ფორმის მიუხედავად. რა თქმა უნდა, ეს ამით არ დასრულებულა. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი მეწარმეების რეგისტრაცია. ტექნიკური რეგლამენტით ასევე განსაზღვრულია 2023-2032 წლების შეგროვებისა და რეციკლირების ეროვნული მიზნობრივი მაჩვენებლები. ეს პერიოდი დაიწყო მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან. პირველი შედეგები კი მიმდინარე წლის დასასრულს გვექნება. მაგალითად, საბურავებთან მიმართებით, 2023 წელს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის 20% უნდა შეგროვდეს და გადამუშავდეს. აღნიშნული სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, რაც პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან",- განმარტავს გადაცემასთან "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნარჩენების მართვის დეპარტამენტის, მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების სამმართველოს უფროსი ლაშა ქაჯაია. 

ცნობისთვის, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების სისტემის დანერგვა ნარჩენების კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის მაისში შემუშავდა და დამტკიცდა ოთხი ტექნიკური რეგლამენტი. ესენია ზეთების, საბურავების, ბატარეების და აკუმულატორების და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ რეგლამენტები. ამავე ცვლილების თანახმად, ქვეყანაში დაიწყო მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების ორგანიზაციების ავტორიზება. სწორედ ამ ორგანიზაციებში უნდა გაერთიანდნენ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენებით ვაჭრობენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023