ბიზნესი
01/09/2020

მწარმოებლებს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის რეესტრში რეგისტრაცია ევალებათ

მთავრობამ ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი დაამტკიცა.

ყველა მწარმოებელი ვალდებულია, მგვ რეესტრში რეგისტრაცია 2021 წლის 1 ივნისამდე, გაიაროს.

მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი. უწყება წარდგენილ ინფორმაციას ამუშავებს და ამზადებს შესაბამის ანგარიშს.

ამავდროულად რეესტრის ტექნიკურ და პროგრამულ გამართულობას უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“.

მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი მონაცემები:

ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;

ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.

ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების  შესახებ არ არის საჯარო.

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილ უნდა იქნას მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023