ბიზნესი
15/02/2023

მცირე დროში მიღწეული წარმატების მიზეზი

ბიზნესის წარმატებაში გამართული ბუღალტერია რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამაში ალბათ თქვენც დამეთანხმებით?!

არაერთი ბიზნესის გაკოტრების მიზეზი გამხდარა სწორედ უკონტროლო ფინანსები, არასწორად შეფასებული საგადასახადო რისკები, არასწორად გამოთვლილი თვითღირებულება, თუ ნულოვანი მოგების წერტილი, ყურადღების მიღმა დარჩენილი ლიკვიდურობის კოეფიციენტი.

ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თავადვე ერკვეოდეს სიღრმისეულად ამ საკითხებში, სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი საიმედო, მაღალკვალიფიციურ კადრს ან გუნდს მიანდოთ თქვენი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება.

დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ბიზნესი აუთსორს ბუღალტრულ მომსახურებას ანიჭებს უპირატესობას და ნაკლები დროის და საოპერაციო ხარჯით აქვს მუდმივი წვდომა ინფორმაციაზე საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, საჭირო დოკუმენტაციაზე, არ ემუქრება საგადასახადო ჯარიმები და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალურ კონსულტაციასაც იღებს.

სწორედ ეს საჭიროება ამოიცნო ადგილობრივ ბაზარზე  FAS Group-ის დამფუძნებელმა და მმართველმა, ნათია სხვიტარიძემ და დაახლოებით 2 წლის წინ, მას შემდეგ რაც კარგად შეისწავლა ბაზარზე არსებული პრობლემები და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდი შემოიკრიბა, დააფუძნა კომპანია, რომელიც სრულ საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურეობას სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებს.

ნათიასთვის, რომელიც საერთაშორისო ფინანსების მაგისტრი გახლავთ და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც კერძო სექტორში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობაში, მთავარი პრიორიტეტი არის ხარისხი, რომელიც მაღალ პროფესიონალიზმს ეფუძნება. სწორედ ამიტომ FAS Group-ი მხოლოდ მაღალკვალიფიციურ კადრებს აერთიანებს საკუთარ გუნდში, რასაც შესაბამისი შედეგიც მოაქვს. სწორედ შედეგზე ორიენტირებულობის, მაღალკვალიფიციური სერვისის დამსახურებაა, რომ კომპანიის დაფუძნებიდან 2 წლის შემდეგ  FAS Group-ის პორტფოლიო უკვე დაახლოებით 100-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს, სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს და უამრავი კმაყოფილი მეწარმე მომხმარებელი ჰყავს და რაც მთავარია, მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

„მიანდეთ საქმე პროფესიონალებს”- ეს გახლავთ FAS Group-ის მთავარი მესიჯი და ნათია თავის გუნდთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მესიჯი თითოეულ მეწარმესთან თანამშრომლობის პროცესში იყოს რეალობა, რომ თითოეულმა მომხმარებელმა იგრძნოს, საკუთარი თვალით ნახოს, რომ ხარისხი, პროფესიონალიზმი და კმაყოფილი კლიენტი FAS Group-ისთვის უმთავრესი პრიორიტეტებია. 

პროფესიონალი კადრების გადამზადებაც აიღო საკუთარ თავზე კომპანიამ და საბუღალტრო, ფინანსური, აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო სერვისების გვერდით ბუღალტერთა სკოლაც დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც FAS Group-ის  წარმომადგენლები საბაზისო ცოდნის მქონე დაინტერესებულ პირებს თავის ცოდნა-გამოცდილებას უზიარებენ და წარმატებულ კანდიდატებს ანაზღაურებად სტაჟირებაზეც ტოვებენ.

FAS Group-ის დამფუძნებელი ნათია სხვიტარიძე ყოველთვის ცდილობს აქტიურ კომუნიკაციაში იყოს საკუთარი სფეროს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კომპანიის წარმატების დიდი წილი საჭირო კავშირებზე, ნეთვორქინგზე, წამყვანი კომპანიების გამოცდილების გაზიარებაზე მოდის.

სწორედ ამ მიზნით BPN Georgia-ს ორგანიზებით BDO-შვეიცარიის დირექტორ ვერნერ შისერსა და ნათია სხვიტარიძეს შორის  ონლაინ ბიზნეს კონსულტაცია შედგა, სადაც ექსპერტმა საკუთარი დიდი გამოცდილება გაუზიარა BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეს.

თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე, დარეგისტრირდით ბმულზე  ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023