ბიზნესი
10/08/2020

მწვანილის მწარმოებელი კომპანია "ჰერბია“ ფართოვდება

ქვეყანაში მწვანილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“  ფართოვდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა, კომპანიამ უკვე შეისყიდა არსებული სათბურის მიმდებარედ 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

როგორც ჯანელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათბურის მოწყობის სამუშაოები, სექტემბრიდან კი კომპანია ჯამში 25 ჰექტარ  ფართობზე მოიყვანს პროდუქციას.

მისი ინფორმაციით, გაფართოების შედეგად კომპანია მწვანილის და ბოსტნეულის ასორტიმენტის გაზრდასაც გეგმავს. თუ აქამდე „ჰერბიაში“ 20 სახეობის მწვანილი იწარმოება, სექტემბრიდან ეს რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

კორონავირუსის მიუხედავად ჰერბიას სასათბურე მეურნეობაში სამუშაო პროცესი გაორმაგებულად მიმდინარეობს. მოთხოვნა გაზრდილია მწვანილზე, მეურნეობა დიდი მოთხოვნის პირობებშიც მოსახლოების დაკმაყოფილებას ახერხებს.

„ჰერბიას“ 30 დასახელების პროდუქციის 95% დღეს ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დარჩენილი მცირე რაოდენობა კი ბულგარეთში გადის ექსპორტზე. ჯანელიძე აცხადებს, რომ გაფართოების შემდეგ კომპანია საექსპორტო ქვეყნების სიასაც გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ ჰერბიას სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 2 000 ტ მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავს. პროდუქციას კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ჰყიდის.

„ჰერბიამ" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავთ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023