ბიზნესი
13/11/2020

მუშაობას პანდემიის დასრულების შემდეგ განვაახლებთ - Tsangala's Wine Shop & Bar-ი

Tsangala's Wine Shop & Bar-ი, რომელიც პანდემიიის გამო რამდენიმე თვეა დახურულია, სამომავლო გეგმებზე მუშაობს. როგორც ბარის მფლობელმა ოთო ტაბატაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ბარი 2015 წლიდან თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციაზე, ანჩისხატის ეკლესიათან, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. 

ტაბატაძე აცხადებს, რომ ეს არის ღვინის ბარი და მაღაზია, სადაც  მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  და წაიღოს ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, შესაძლებელია მაგიდის შეკვეთა და ადგილზე სასმელის დაგემოვნებაც.

„ჩვენი ბარი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ გვაქვს მაღალხარისხიანი, არაქარხნული წარმოების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინოები საოჯახო  ტიპის მარნებიდან. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, რომელმაც  საზოგადოებას შესთავაზა ისეთი ტიპის ბარი, სადაც აქცენტი ინდუსტრიული წარმოების ღვინოებზე არ კეთდებოდა,“ - აცხადებს ტაბატაძე და აღნიშნავს, რომ  Tsangala's Wine Shop & Bar-ში  დახურვამდე 300-ზე მეტი დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი და კომპანია 70 მარანთან თანამშრომლობდა.

ტაბატაძე აცხადებს, რომ პანდემიამდე ბარის სტუმრების 90%-ს უცხოელი ტურისტები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელები, უკრაინელები, რუსები, გერმანელები. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის ადგილობრივ სეგმენტზე მუშაობა წამგებიანი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ მიღებული იქნა ბარის დახურვის გადაწყევტილება.

„გაზაფხულზე, ლოქდაუნის შემდეგ გავხსენი, თუმცა პასიურად ვიმუშავე. გამოვიდა, რომ ბარი პრესტიჟს გამო იყო ღია, ხარჯებსაც ვერ აუდიოდი,“ - აცხადებს ტაბატაძე.

Tsangala's Wine Shop & Bar-ის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ რაც პანდემია დასრულდება, ბარს ისევ გახსნის. „ამის საშუალებას იძლევა ის, რომ კომპანიას ფართი საკუთარ მფლობელობაში აქვს და  ქირას არ იხდის,“ - აცხადებს ტაბატაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023