ბიზნესი
12/06/2020

მუშაობის ხარისხზე კონტროლს საქპატენტში შიდა აუდიტი განახორციელებს

საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ კონტროლის ახალი მექანიზმი შემუშავდა.

უწყების სტრუქტურაში გატარებული ცვლილებების შედეგად, რამდენიმე დღეა შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო ფუნქციონირება.

„საქპატენტის“ ცნობით, დეპარტამენტი საქმიანობას დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების სრული დაცვით განახორციელებს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთ მოთხოვნას სწორედ შიდა აუდიტის სუბიექტების საჯარო სექტორში იმპლემენტაცია წარმოადგენს. ახალი სტრუქტურული ერთეულის მიზანია რისკის ოპტიმალურ დონემდე შემცირება, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. საქპატენტის ხელმძღვანელობის მხრიდან ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნას საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც 2019 წლის აუდიტის ანგარიშში აქცენტი შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებაზე, დანერგვაზე და შენარჩუნებაზე გაკეთდა. დეპარტამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების ირგვლივ რეაგირების მონიტორინგი.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023