ბიზნესი
07/12/2020

“მზად ვართ ოჯახის ექიმების რაოდენობა კიდევ გავზარდოთ“ – “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“

Covid-19-ის მართვაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“  30-მდე გაზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ განაცხადა, ეს გადაწყევტილება ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს.

“გავზარდეთ რაოდენობა და ოჯახის ექიმები ჩართულები არიან უკვე დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვაზე. ხდება მორიგეობა, რადგან დღეში მაგალითად, 50-60 ადამიანი მოგვმართავს დადასტურებული შემთხვევით, რაც საკმაოდ დიდი ციფრია, ჩვენი დაზღვეულების რაოდენობას თუ შევადარებთ“-აცხადებს კობახიძე.

მისი განმარტებით, ადაპტირებულია პროგრამული უზრუნველყოფა 112-თან  და ამბულატორიული კვლევების საჭიროების განსაზღვრა ხდება.

“ჯერ-ჯერობით ვუმკლავდებით სიტუაციას, თუმცა,ტესტირების გაზრდილი მოცულობა ჩვენთანაც გაზრდის მომართვიანობას. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ოჯახის ექიმების რაოდენობა კიდევ გავზარდოთ, რომლებიც არიან გადამზადებულები და პროფესიონალები.მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, რომ ასე დაუღალავად შრომობენ“-აცხადებს ნინა კობახიძე.  

შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს სადაზღვევო ინდუსტრია რომ  COVID-19-ის მართვაში ჩაერთო.  მაშინ ეპიდემიის მართვაში  სადაზღვევო კომპანიების, ჯამში 50-60 ოჯახის ექიმი იყო  ჩართული.

 ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

 პირს, რომელსაც კორონავირუსზე ეჭვი აქვს, უნდა დარეკოს  112-ში  და დარეგისტრირდეს, რომ მოხდეს  მისი საერთო სისტემაში ჩასმა. ამის შემდეგ ხდება გადამისამართდება უკვე სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებთან. საერთო სისტემა და პროცესი ონლაინ კლინიკიდან იმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023