ბიზნესი
28/12/2022

მზის პანელებმა ელ.ენერგიის ხარჯი ₾5 000-მდე შეგვიმცირა - სავაჭრო ცენტრი "საბა"

2022 წელს სავაჭრო ცენტრი „საბას“ მენეჯმენტმა დაახლოებით $1 მლნ-ის ინვესტირება განახორციელა.

კომპანიის დირექტორი  პაატა კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტავს, რომ  უკვე დამონტაჟებულია მზის ენერგიის 1მგვტ-მდე პანელები, რამაც ელექტროენერგიის ხარჯი სეზონზე 80 000 ლარიდან 5 000 ლარამდე შეამცირა. 

„ახლა მონტაჟდება 330 კვტ/სთ-ის ენერგიის მზის პანელები, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ელექტროენერგიის ხარჯი მინიმუმამდე დავიყვანოთ,“-აცხადებს კაჭარავა.

„საბას“ დირექტორი წელსაც აჯამებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის ტერიტორიის 93% გაქირავებულია. კაჭარავას ინფორმაციით, კომპანიამ შეძლო და იჯარაზე ფასები არ გაზარდა.

სავაჭრო ცენტრი „საბა“ 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა კომერციული ფართების გაქირავება. „საბას“ საერთო ფართი 55907 კვ.მ-ია,  შენობა-ნაგებობა - 49000 კვ.მ-ზეა განთავსებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023