ბიზნესი
18/03/2021

ნათია თურნავა საწვავის გაძვირებაზე: კონკურენცია გარანტიაა, რომ ფასები სწრაფად არ გაიზრდება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება განაპირობებს. თუმცა, ნათია თურნავა ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, საწვავზე ფასების სწრაფად ზრდას გამორიცხავს.

"ბენზინის ფასები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლო დროს, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. პირველ რიგში, რაც უკვე არის გაკეთებული, ესაა ძალიან დიდი კონკურენცია ამ ბაზარზე. კონკურენცია თავისთავად იმის გარანტიაა, რომ ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება",- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავზე ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს. მიზეზად კავშირი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას ასახელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023