ბიზნესი
16/03/2020

ნათია თურნავა: შევეცდებით, ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად შევინარჩუნოთ რამდენიმე ავიამიმართულება ევროპიდან

„ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ და ეს გაურთულდათ იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის საქართველოსთან.  ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში, რასაც  მოემსახურება „აირზენა“ და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან ოპერატიულად იქნება ხოლმე გავრცელებული“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საგარეო საქმეთა მინისტრმაც განმარტა, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ახლა მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ეროვნულ, ქართულ კომპანიაზე – „აირზენაზე“ და მის რესურსზე. „აირზენა“ მაქსიმალურად, ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, არ ვიცით როგორ შეიცვლება ეს გეოგრაფია, რადგან ეს არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი და ქვეყნების მთავრობებიც ცვლიან თავიანთ პოლიტიკას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, იმ ფონზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, რის გამოც სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, საქართველოშიც  მინიმუმამდეა დაყვანილი პირდაპირი ფრენების რაოდენობა და არის მოლოდინი, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო  შემცირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023