ბიზნესი
07/03/2023

"ნიკოლი" წარმოებას წლის ბოლომდე ახალი საწარმოდან დაიწყებს

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“  ფართოვდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია ახალ საწარმოში გადავა.

„საწარმოს გაფართოების კუთხით გვაქვს კონკრეტული სიახლეები. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომ საკმაოდ დიდ ფართში გადავიდეთ. გეგმა გვაქვს, რომ წარმოება მინიმუმ 2-ჯერ გავზარდოთ. როგორც იცით, გარდა საცალო მიმართულებისა, ჩვენ გვაქვს კორპორატიული მიმართულებაც. სწორედ ამ ახალ საწარმოში, ორივე წარმოების ხაზი გვექნება - საცალოც და კორპორატიულიც“, - აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, ახალი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება.

„ნიკოლის“ სიახლეები აქვს საექსპორტო კუთხითაც. „კანადასა და ლიბანში გავაგზავნეთ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე. საბოლოო დასტურის ეტაპზე ვართ ქუვეითთან და საუდის არაბეთთან. ამასთან, ვმუშაობთ სერიოზულ შეკვეთაზე, რომელიც მილანიდან მივიღეთ. სხვათა შორის, ბოლოს საბავშვო ტანსაცმლის საერთაშორისო გამოფენაზე იტალიაში ვიყავით, საიდანაც ბევრი კარგი მყიდველის კონტაქტი წამოვიღეთ და იმედი გვაქვს, ახლო მომავალში გვქნება კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩვენს საექსპორტო პორტფელში“, - განმარტა „ნიკოლის“ დამფუძნებელმა.

ნიკა ნიკოლაიშვილმა ბრენდის საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომპანიას ბოლო პერიოდში, ფასების 20-25%-ით დაკორექტირება მოუწია.

„გეოპოლიტიკური მოვლენები „ნიკოლიზეც“ აისახა. ნედლეული მთლიანად თურქეთიდან შემოგვაქვს, სადაც მაღალი ინფლაციაა. აქედან გამომდინარე, გაგვიძვირდა წარმოებისთვის საჭირო ნედლეული და მოgვიწია, პროდუქციაზე ფასების გაზრდა“, - განუმარტა „ბიზნესპრტნიორს“ „ნიკოლის“ დამფუძნებელმა.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანია, ამჟამად, 3 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 2 - თბილისში, 1 - ბათუმში.  „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზეც გადის - კანადაში, საუდის არაბეთსა და ლიბანში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023