ბიზნესი
06/03/2023

"ნიკოლის" ფეხსაცმელს უცხოური კომპანია შეკერავს

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ფეხსაცმლის წარმოებას იწყებს. კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბრენდი ფეხსაცმლის წარმოებას აუთსორსზე გაიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნიკოლის“ ფეხსაცმელს უცხოური კომპანია შეკერავს.

„ამჟამად, მიმდინარეობს კომპანიის შერჩევის პროცესი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამედენიმე უცხოურ მსხვილ მწარმოებელთან“, - აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, სავარაუდო პარტნიორებს შორის ქართული კომპანია არ განიხილება.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ქართულ წარმოებას, ხარისხის პრობლემა არ არის. აქ უფრო მეტად საფასო პოლიტიკა და მიწოდების ვადები წარმოადგენს გამოწვევას.

როგორც იცით, ვაპირებთ მაღაზიების დამატებას. ამიტომ, გვჭირდება დიდი მწარმოებელი, რომელიც მოკლე დროში შეძლებს ჩვენთვის სასურველი რაოდენობის ფეხსაცმლის დამზადებას და მოწოდებას. სწორედ, ამიტომ ვესაუბრებით თანამშრომლობაზე უცხოურ კოპანიებს, მათ შორის ერთ-ერთი თურქული კომპანიაა“,- განმარტა „ნიკოლის“ დამფუძნებელმა.

მისივე განმარტებით, ბრენდის ასორტიმენტში ფეხსაცმელები უკვე მიმდინარე წლის ზაფხულიდან გამოჩნდება.

ამჟამად „ნიკოლი“ გაყიდვებს ონლაინ ახორციელებს, ასევე აქვს 3 მაღაზია, მათ შორის, 2 - თბილისში, 1 - ბათუმში.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2020 წელს  პროდუქცია ექსპორტზე საუდის არაბეთში და იტალიაში გაიტანა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023