ბიზნესი
06/07/2023

"ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე ოთხ ქვეყანაში იყიდება

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის „ნიკოლი“ პროდუქცია ექსპორტზე ოთხ ქვეყანაში, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანსა და ქუვეითში გადის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე ქუვეითში ზაფხულის კოლექციის ექსპორტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„რეგულარული ექსპორტი რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს, თუმცა გვინდა რომ ევროკავშირის ქვეყნებშიც განვახორციელოთ ექსპორტი. კანადასთან წელს იყო პირველი თანამშრომლობა და შესაბამისად, გვქონდა შედარებით მცირე შეკვეთა. ქუვეითში გაცილებით დიდი მოცულობა გავიტანეთ.

ამ ეტაპზეც ზაფხულის კოლექციის ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, გარდა ამისა ახალი კოლექციებიც ეშვება წარმოებაში, რაც მათთვისაც საინტერესო იქნება.“-აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ქართულ ბაზარზე ამ ეტაპზე ოთხი ფილიალით არის წარმოდგენილი, უახლოეს გეგმებში კი მეხუთე ფილიალის გახსნა იგეგმება.

„ამ ეტაპზე ნიკოლი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. სამი ფილიალი გვაქვს თბილისში და ერთი ბათუმში. ვმუშაობთ განვითარების მიმართულებით და მალე დაემატება ერთი ფილიალი რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციას ჯერ ვერ დავასახელებ. ჩვენი ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე ჩვენი ფილიალების რაოდენობა და ჩვენი წარმადობა გაიზრდება.“ -აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023