ბიზნესი
18/02/2021

ნინა კობახიძე: იმის ნაცვლად ეკონომიკის განვითარებაზე ვმუშაობდეთ, გაურკვეველ ჩიხში შევდივართ

„იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაშია, ვაქცინა ჯერ არ შემოსულა და პანდემიაა, ასეთი გადაწყვეტილება მართლა ძალიან არასწრია,“ - ასე გამოეხმაურა „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პრემიერის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

ნინა კობახიძის განმარტებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებებით ზიანდება ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანა კიდევ ერთხელ გაურკვეველ ჩიხში შედის.

„იმედია, დროზე მოგვარდება ეს გაურკვევლობა, ისევ პრაქტიკულად პოლიტიკურ კრიზისამდე მივედით. მთელი ჩვენი ცხოვრება ასე ვართ, მთავარზე აქცენტირება არ კეთდება. ამ ფონზე კი ძალიან მალე გვერდით ჩაგვივლიან ძლიერი ქვეყნები. იმის მაგივრად ეკონომიკის განვითარებაზე ვმუშაობდეთ, გაურკვეველ ჩიხში შედის ქვეყანა და უკვე მერამდენედ. ეს მხოლოდ პრობლემას უქმნის ისედაც ძალიან უკან დახეულ ეკონომიკას," - განაცხადა ნინა კობახიძემ.

„ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ამ ეტაპზე გახარიას პრემიერობის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სწორედ ახლა იყო პერიოდი, როცა გიორგი გახარიას საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა.

„გიორგი გახარიას შეფასებებისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე. მას ახლა უნდა გამოევლინა თავი, მას შეეძლო რაღაც სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიღო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოცნება ძალიან სწრაფად წარმოადგენს ახალ კანდიდატურას და ამაზე მაინც არ შეიქმნება პრობლემა,“ - განმარტა ნინა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალ პრემიერს ექნება ორი ძირითადი გამოწვევა. ერთი, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს ქვეყანა ვაქცინით, დაასრულოს კოვიდ პანდემია და მეორე აღადგინოს ეკონომიკა და დააბრუნოს პანდემიამდელ ვითარებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023