ბიზნესი
19/12/2022

"ნოსტე" მეორე საწარმოს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში გახსნის

მეფრინველეობის კომპანია GPP-ი, რომელიც ქათამს და ქათმის პროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, წარმოების გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა განუცხადა, კომპანია 2023 წელს მეორე საწარმოს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში გახსნის და წარმოებას გააორმაგებს.

მისივე განცხადებით, ახალი საწარმოს ამოქმედების პარარელურად იგეგმება პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება.თუმცა, კომპანიაში ამ ეტაპზე კონკრეტული სიახლეების გაჟღერებისგან თავს იკავებენ ამ ეტაპზე არ სახელდება  პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც.

მისი ინფორმაციით, „ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე კომპანიის 50-მდე საფირმო მაღაზიაში არის შესაძლებელი, რომლებიც განთავსებულია თბილისის, რუსთავის და მცხეთის მასშტაბით. „ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის  პარტნიორი კომპანიების (კარფური, გუდვილი, ორი ნაბიჯი, ნიკორა, ფრესკო) სუპერმარკეტებში. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს „გლოვოს“ მიტანის სერვისით.

შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

არსებული ქარხანა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023