ბიზნესი
21/04/2021

"ნოსტე" წლის ბოლომდე დამატებით 20 საფირმო მაღაზიას გახსნის

კომპანია GPP-ი, რომელიც ქათმის ხორცპროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, 2021 წლის ბოლომდე დამატებით 20 საფირმო მაღაზიას გახსნის. შედეგად, კომპანიას სულ, თბილისის მასშტაბით და რუსთავში 50 მაღაზია ექნება. ამ ეტაპზე კომპანია ასორტიმენტის გაზრდას არ განიხილავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილმა განუცხადა, დაგეგმილია სადისტრიბუციო ქსელის განვითარებაც, რათა გაზრდილ მოთხოვნას კომპანია ხარისხიანად მოემსახუროს.

კომპანია ძირითადად ქათმის ხორცის წარმოებაზეა ორიენტირებული და კვერცხს არ აწარმოებს, ამის მიუხედავად სააღდგომო პერიოდი  "ნოსტესთვის" რეალიზაციის თვალსაზრისით პიკურია.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ  გასულ წლებთან შედარებით  შემცირებულია მოსახლეობის მხრიდან აქტივობა, კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ სააღდგომოდ რეალიზაციის მაჩვენებელი მაინც იმ ნიშნულზე გავა, როგორც გასულ წლებში.

„რაც შეეხება ფასებს, ლარის ლაუფასურება და შესაბამისად, ნედლეულის (სიმინდი, სოიო) გაძვირება  ჩვენს პროდუქტებზეც აისახა, შესაბამისად, კომპანიას წარმოებული პროდუქციის გაძვირება მიმდინარე წლის იანვარში მოუწია. ამ ეტაპზე ფასის დაკორექტირება აღარ იგეგმება,“ - აცხადებს ფირცხალაიშვილი.

შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

ქარხანა კასპში მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023