ბიზნესი
21/12/2022

"ოკტოპუს ფიტნეს კლუბი" 2023 წელს ფილიალების დამატებას გეგმავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“  2022 წელს აფასებს და აცხადებს, რომ გასული 2 წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს გაყიდვები 2019 წლის (პანდემიამდე) მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი.

როგორც ასათიანი განმარტავს, მოთხოვნის ზრდა კოვიდ პანდემიის დასრულებას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ დაინტერესებას   უკავშირდება.

„გაზრდილ რაოდენობაში შედიან მიგრანტებიც (50%), მათ შორის, რუსები, უკრაინელები და ბელორუსები. დაახლოებით 18%  სხვა ქვეყნის მოაქალეებზე მოდის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. დანარჩენი წილი  ადგილობრივი მოსახლეობაა,“-აცხადებს ასათიანი.

როგორც „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი განმარტავს, პანდემიის პერიოდში კომპანიას დაპაუზებული ჰქონდა საბანკო და სხვადასხვა ვალდებულებების გადახდა, თუმცა, ახლა შემოსავლების გარკვეული ნაწილი ამ ვალდებულებების გასტუმრებასაც ემსახურება.

ასათიანის ინფორმაციით, ფიტნეს კლუბში მიმდინარე წელს საოპერაციო ხარჯების ზრდის გამო, მომსახურების ფასები დაახლოებით 15%-ით გაძვირდა.  

გარდა ამისა, კომპანია 2023-2024 წლებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებსაც გეგმავს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალები არ სახელდება. ასათიანი აცხადებს, რომ ერთ-ერთი საინვესტიციო მიმართულება ფილიალების დამატებაცაა.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023