ბიზნესი
22/12/2022

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი: ახალგაზრდები უპირატესობას დისტანციურად მუშაობას ანიჭებენ

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ სფეროში არსებულ კადრების დეფიციტზე  საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საკითხი ყველაზე მწვავედ დღის წესრიგში ახლა დგას.  

„ეს პრობლემა გარკვეულწილად კოვიდ პანდემიასთანაცაა დაკავშირებული. განსაკურებით, ახალგაზრდებში საკმაოდ შეიცვალა სამსახურებისადმი მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები პანდემიამდელ პერიოდში არსებულთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია, მაინც რთულია კვალიფიცური კადრის მოძიება. მიუხედავად იმის, რომ საკმაოდ გავაუმჯობესედ პირობებიც, გავზარდეთ საშუალო ხელფასიც.

შეცვლილია ქცევა და შრომისუნარიანი ადამიანების უმრავლესობა დაინტერესებულია დისტანციურად მუშაობაზე, რაც კლასიკურ, ჩვენნაირი ბიზნესს ნაკლებად ერგება ხოლმე,“-აცხადებს ასათიანი.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023