ბიზნესი
07/03/2022

"ომის პირობებში საქართველოს დამატებით რძის პროდუქტების ექსპორტზე რუსეთისთვის არ მიუმართავს"

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართულმა კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს, პასუხი კი, რამდენიმე დღის წინ იყო. საუბარია რუსეთის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტების გატანაზე. 

"2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა. საზოგადოებაში წამორშობილი აჟიოტაჟი კი, ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მით უმეტეს, ომის პირობებში საქართველოს დამატებით ამ საკითხზე რუსეთისთვის არ მიუმართავს. ამ საკითხზე 2020 წელს მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან. მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა. ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია. კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. 2020 წლიდან დღემდე პასუხი არ ყოფილა. პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პროაქტიურად რუსეთის მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ განაცხადებზე, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოდან მიღებული, შესაძლოა დადებითი პასუხი ყოფილიყო", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელ 15 კომპანიას რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა აქვს. იქვე ნათქვამი იყო, რომ უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოლაპარაკებები გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023