ბიზნესი
21/10/2020

ოსმან თურანი: პანდემიამ ბევრ თურქ ბიზნესმენს თუ კომპანიას საქართველოში შემოსვლა გაურთულა

თურქეთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. შესაბამისად, ამ ბიზნესურთიერთობისთვის ე.წ. ეგზისტენციალური საფრთხე არ არსებობს, თუმცა, მცირე ზომის პრობლემები, რომელიც პანდემიის პირობებში წარმოიქმნა, ყოველდღიურ ურთიერთობებს, გარკვეულწილად, მაინც აფერხებს, - ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი თურქი ინვესტორებისთვის შექმნილ ბარიერებზე საუბრობს.

„საქართველო-თურქეთის პარტნიორული ურთიერთობა ხანგრძლივ და რაოდენობრივად ბევრ ტრანზაქციას მოიცავს. დრო და დრო ჩნდება გარკვეული დაბრკოლებები, თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის იმდენად კარგი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობებია, მოუგვარებელი, ფუნდამეტური საკითხები, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს.

პანდემიამ მოიტანა ის, რომ ასოციაციის წევრ არაერთ ბიზნესმენს თუ კომპანიას საქართველოში შემოსვლა უჭირს. დღევანდელი მოცემულობით ყველაზე მწვავე და კრიტიკული საკითხი, სწორედ, ინვესტორების შემოსვლაა. აქ არ არის საუბარი გასართობად ან დასასვენებლად სტუმრობაზე. ორდღიანი საქმის მოსაგვარებლად 8 დღის კარანტინში გატარება არავის უნდა. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს,“ - განაცხადა ოსმან თურანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023