ბიზნესი
05/05/2020

პაატა ღაძაძე: გამოვძვერით… უნდა გავიხსნათ, თორემ ვერანაირი ანტიკრიზისული უშველის ამხელა დარტყმას

კარგად გამოვძვერით… საკმარისია. ეხლა გავიხსნათ, თორემ ვერანაირი ანტიკრიზისული უშველის ამხელა დარტყმას, – თიბისი დაზღვევის CEO მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პაატა ღაძაძე წერს, რომ უარყოფითი შედეგები ათასობით ოჯახს უკვე ანადგურებს.

“მშპ – ყოველდღიურად არ იქმნება 100+ მლნ ლარი,
ბიუჯეტი – ყოველდღიურად აკლდება 20+ მლნ ლარი,
უმუშევრობა – ყოველდღიურად იზრდება 1,000+ კაცით…

ამის თანმდევი უარყოფითი შედეგები ათასობით ოჯახს უკვე ანადგურებს, მ.შ. ზრდის სიკვდილიანობას სხვა მიზეზებით, ჯანმრთელებისაც კი! ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ვირუსის შედეგები (მით უფრო დაღმასვლის ფაზაში).

დიახ, – წესებით, პირბადით, არა-ქელეხებით, დისტანციით, დეზინფექციით, ბლიც-განათლებით, საავადმყოფოების მეტად მომზადებით…. უნდა გავიხსნათ! ხვალიდან!

6 ფაზის ნაცვლად – 3 ფაზაში, რაც შეიძლება მალე გავიხსნათ!

…ნებისმიერ აუდიტორიასთან გავალ დაფასთან და ამის შედეგების ილუსტრაციას გავაკეთებ – “მამაო ჩვენოსავით” ვიცი მე ეს”, – წერს სოციალურ ქსელში პაატა ღაძაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023