ბიზნესი
14/10/2020

"პანდემია შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, შეცვალონ ბიზნეს-მოდელი და მოერგონ ახალ რეალობას"

პანდემიამ მსოფლიო წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ვირუსით გამოწვეული დაბრკოლებების შესაძლებლობად ქცევის სტრატეგიაზე. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სწორედ იმ რესურსებზე საუბრობს, რომლის სასიკეთოდ გამოყენებაც ქვეყანას სამომავლოდ წაადგება.

„პირველი და ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რასაც არსებული მოცემულობა იძლება, ეს არის ციფრული ეკონომიკის განვითარება. ჩვენ EBRD-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩავატარეთ საწარმოთა კვლევა, გამოვკითხეთ 500-მდე სხვადასხვა ფირმის აღმასრულებელი დირექტორები. სტატისტიკამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, ბევრი კომპანია გაკოტრდა და დაიხურა. ის კომპანიები კი, რომლებიც გადაეწყვნენ ციფრულ ეკონომიკაზე, არათუ არსებობა შეინარჩუნეს, გაყიდვებიც 30%-ით გაზარდეს. ეს ყველაფერი - გლობალური პანდემიის მიმდინარეობისას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დაწესებულებებისთვის, რომ თავიანთი ბიზნეს-მოდელი შეცვალონ და მოერგონ ახალ რეალობას,“ - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" სებასტიან მოლინეუსმა.

საერთაოშორისო საფინანსო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ინტერნეტიზაციის პროცესზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეულობით სოფელს ფართოხაზოვანი და სწრაფი ინტერნეტი უკვე მიეწოდება. მისი შეფასებით, სასურველია, ფოკუსირება ონლაინ სერვისების პოპულარობის გაზრდაზე გაკეთდეს და ზოგადადაც, არაერთი ტრადიციული ინდუსტრია - ტრანფორმირდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023