ბიზნესი
12/08/2020

პანდემიამ „ლაგაზის მარანს“ შემოსავლები გაუნახევრა

„ლაგაზი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს და ნატურალურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აწარმოებს.

„ოჯახური მარნის გაკეთება 6 წლის წინ გადავწყვიტე. მიზანი იყო  სუფთა და ნატურალური ღვინის წარმოება, ამასთან აღვადგინოთ ღვინის მივიწყებული ქართული ჯიშები. გვაქვს 1 ჰექტარი ვენახი, რომელიც არის 40 წლის და რქაწითელია გაშენებული. ყურძენს ფერმერებიისგანაც ვიბარებთ და  ვაწარმოებთ სამი სახის ღვინოს, რქაწითელს, კახურ მწვანეს და საფერავს.  საკუთარი მოსავალი 4–5 ტონაა, ფერმერებისგან დამატებით 3 ტონამდე ყურძენს ვიბარებთ. ჯამში, 3000–დან 3500 ბოთლამდე ვაწარმოებთ“, - აღნიშნავს „ლაგაზის მარანის“ დამფუძნებელი შოთა ლაგაზიძე.

„ლაგაზის მარანის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპლექსში მისულ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს ნატურალური ქვევრის ღვინო, გაეცნოს თუშურ სამზარეულოს და დაესწროს ხინკლის, თუშური ხაჭაპურის და სხვა კერძების მასტერკალებს. შეიძინოს ნატურალური პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული და სხვა.

მისივე განცხადებით, „ლაგაზის“ ღვინო ექსპორტზე გადის იაპონიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დანიაში.

„ვგეგმავთ საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებას, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ჰოლანდიასთან და ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე შევიტანთ პროდუქციას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს, შვედეთსა და იტალიაში პროდუქციის გაყიდვა,“ – აღნიშნავს „ლაგაზის მარანის“ დამფუძნებელი.

როგორც მარნის მეპატრონე აცხადებს, ტურისტების უმეტესობა ძირითადად უცხოელები იყვნენ, ამიტომ პანდემიის პერიოდი მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახა.

„ჩვენი ბიზნესი ძირითადად ტურისსტებზეა გათვლილი, ამიტომ პანდემიამ ჩვენი შემოსავლები 50%– ით შეამცირა“-აცხადებს შოთა ლაგაზიძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023