ბიზნესი
15/02/2021

პანდემიის მიუხედავად "აჭარა ჯგუფი" ყველა პროექტს დაასრულებს

"პანდემიის მიუხედავად ჩვენი საკმაოდ ამბიციური პროექტებიდან არც ერთი შეჩერებულა" - "აჭარა ჯგუფი" ყველა მიმდინარე პროექტს დაასრულებს.

კომპანიის ინფორმაციით, გარკვეული შეფერხებები არსებობდა და პროექტების ჩაბარების ვადამ გადაიწია, თუმცა რომელიმე მათგანი შეჩერების საფრთხის წინაშე არ დგას. „აჭარა ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე რამდენიმე მსხვილი პროექტი დასრულდება.

„დაახლოებით ერთი წლით გადაიწია პროექტების ჩაბარების თარიღმა. ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ მაქსიმალურად შევძელით შეგვენარჩუნებინა ის გეგმები და ის თანამშრომლების რაოდენობა, რაც წინა წლის დასახულ გეგმებში იყო. პანდემიის დაწყებისთანავე შევქმენით კრიზისის გეგმა და ვფიქრობ, ამან კარგად იმუშავა. ახალი სასტუმროების გახსნა წელს მოსალოდნელი არ არის, თუმცა 2021 წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რამდენიმე მასშტაბურ პროექტს დავასრულებთ. აქტიურად გრძელდება ნუშის ბაღების გაშენებაც. უდაბნოს პროექტი ჯერ-ჯერობით აგრარული სამუშაოების ეტაპზეა. პროცესები არც იქ შეჩერებულა. ამ შემთხვევაშიც, მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლეები უკვე 2022 წელს გვექნება.“ - ამბობს ტატა ჭუმბურიძე.

პრობლემური გამოდგა წელი "აჭარა ჯგუფის" უკვე დასრულებული პროექტებისთვის. სასტუმროს კურორტ კოხტაზე წელს არცერთი სტუმარი არ მიუღია. იმ სასტუმროებს კი რომლებმაც დამსვენებლებს უმასპინძლეს საფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწიათ.

„კოხტას შემთხვევაში არსებული შეზღუდვების გამო სტუმრები ვერ მივიღეთ. გატანის სერვისით ფუნქციონირებდა მხოლოდ რესტორანი, რამაც გარკვეულწილად თანამშრომლების შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა. რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, სრულიად შევცვალეთ საფასო პოლიტიკა და მოვარგეთ ქართველ მომხმარებელს. ეს მოქნილი შეთავაზებები ყველაზე კარგად ყაზბეგის სასტუმროზე აისახა, რომელიც დარჩა ყველაზე აქტიურად დატვირთულ სასტუმროდ 2020 წელს," - განმარტავს „აჭარა ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორი.

ფრენების გახსნის დაანონსების შემდეგ "აჭარა ჯგუფი" ჯავშნებზე მოთხოვნებს აქტიურად იღებს. საქმე ეხება, როგორც კერძო ასევე კორპორატიულ შეკვეთებს. ინტერესი ძირითადად იმ ქვეყნებიდან არსებობს, რომლებშიც ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

"აჭარა ჯგუფში" ვარაუდობენ, რომ სასტუმროებში ვიზიტები უკვე გაზაფხულიდან დაიწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023