ბიზნესი
29/03/2022

პარლამენტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი მიიღო

პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 79 ხმით მიიღო.

„ეს გახლავთ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტი. კანონის მიღებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან და ეს შეფასდება აუცილებლად ძალიან დიდ პროგრესად“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა.

ახალი კანონით გარდა იმისა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპებია განსაზღვრული, ასევე წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. კანონით დგინდება, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები და დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023