ბიზნესი
12/10/2023

პირველად საქართველოში, მამაკაცის პარიკების წარმოება დაიწყება

პირველად საქართველოში, ნატურალური თმით, მამაკაცის პარიკების წარმოება დაიწყება. პროექტზე სოციალური საწარმო „პარიკების ოთახი“ მუშაობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „პარიკების ოთახის“ თანადამფუძნებელმა, გვანცა ინასარიძემ  განუცხადა, ქართული წარმოების მამაკაცის პარიკები ბაზარზე 2024 წლიდან გამოჩნდება.

„მანამდე ველოდებით ჩინეთიდან უახლესი დანადგარების ჩამოსვლას, რომლითაც  ჩვენი საწარმო აღიჭურვება და მისი წარმადობაც გაიზრდება. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ბუნებრივი თმით, მხოლოდ ქალბატონების პარიკებს ვაწარმოებთ და თანამედროვე დანადგარებით, ეს პარიკებიც კიდევ უფრო დაიხვეწება“, - აცხადებს გვანცა ინასარიძე.

„პარიკების ოთახის“ თანადამფუძნებელი საქართველოში არსებულ კონკურენციასა და პარიკების ბიზნესზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, ქვეყანაში მხოლოდ 2 კომპანიაა, რომლებიც ქალბატონებისთვის ნატურალური თმით პარიკებს აწარმოებთ. მათ შორის, ერთ-ერთი "პარიკების ოთახია". 

"მამაკაცის ხაზის მიმართულებით პირველები ვიქნებით. გვინდა, რომ ჩვენი წარმოებით ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. ამჟამად, ქართული ბაზარი უმეტესად იმპორტირებული პარიკებითაა გაჯერებული - ძირითადად, ჩინეთიდან, აშშ-დან და ისრაელიდან, თუმცა, ისინი ხელოვნური თმითაა დამზადებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარიკები გამძლეობით და ხარისხით უმჯობესია. ამასთან, ფასიც კონკურენტუნარიანი გვაქვს“, - აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ გვანცა ინასარიძე.

მისივე ინფორმაციით, „პარიკების ოთახი“ ბაზარზე სულ 1 წელია გამოჩნდა და მისი გაყიდვების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023