ბიზნესი
22/07/2021

პიტერ ვიბლერი: კერძო სექტორი ეს არის მძღოლი მანქანაში და მთავარი მამოძრავებელი განვითარებაში

კერძო სექტორი ეს არის მძღოლი მანქანაში, ანუ მთავარი მამოძრავებელი საქართველოს განვითარებაში, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში პიტერ ვიბლერი საუბრობს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, USAID-ის სურვილია სულ უფრო გაზარდოს პარტნიორობა კერძო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან, იქნება ეს საერთაშორისო, თუ ქართული კომპანიები. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „აჭარა ჯგუფია“, რომელთანაც USAID-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„მიზანი არის ის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, გაიზარდოს შემოსავლები, გაჩნდეს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა, განსაკუთრებით საქართველოს დიდ ქალაქებს მიღმა, სასოფლო დასახლებებში, სადაც ასეთი შესაძლებლობები ყველაზე მეტად საჭიროა. ვფიქრობ, საქართველოს ჰყავს ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ეს ახალგაზრდა ადამიანები ხშირად ეძებენ სამუშაოს და ვერ პოულობენ. ვფიქრობ, „აჭარა ჯგუფმა“ შექმნა ბევრი შესაძლებლობა და გააჩინა ნიჭიერი ახალგაზრდების საჭიროება, რითაც მათ მისცა შანსი ნახონ სამუშაო და გააძლიერონ საკუთარი ოჯახები აქ, ამ მშვენიერ ქვეყანაში. და რასაკვირველია, ქალთა გაძლიერებაც არის მიზანი, რომელსაც როგორც შეერთებული შტატები, ასევე საქართველო იზიარებს. ერთი სული მაქვს ვნახო შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობის შედეგად შეიქმნება მომავალში,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ პიტერ ვიბლერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023