ბიზნესი
20/11/2020

PODIUM: არც სალონს დავხურავ, არც ჯარიმას გადავიხდი - დახურვა გაკოტრებას ნიშნავს

სილამაზის სალონი „პოდიუმის“ ხელმძღვანელი ნელი ავილოვი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ სილამაზის სალონების დახურვის გადაწყვეტილება მისი ბიზნესისთვის გაკოტრების ტოლფასი იქნება. მისი სამივე ფილიალი მოლში (2-სითი მოლში, 1-გალერია თბილისში) მდებარეობს, სადაც მაქსიმალურადაა დაცული ყველა ნორმა, მათ შორის 2 მეტრიანი დისტანცია და ასე შემდეგ.

„მეტრო დაკეტონ, ავტობუსები შეზღუდონ. ვისაც ჰყავს საკუთარი მანქანა ან ტაქსის საშუალება აქვს ივლის ის სალონში, თუ არ აქვს, ხალხი ტყუილად არ მოვა. მოლში ჯამურად დადის იმდენი ხალხი, რაც  ორ ავტობუსში დგას და ერთ მეტროს ვაგონში. გააჩერონ ის და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენივე თანამშრომლებზე, მოვიყვანთ სამსახურში ტაქსით თუ მანქანით ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც სჭირდება ის მოვა,“ - აცხადებს ნელი ავილოვი.

მისი ინფორმაციით, სილამაზის სალონს გასულ წელთან შედარებით შემოსავლები ისედაც მკვეთრად, დაახლოებით 70%-ით  შეუმცირდა, დახურვა კი მათ სუნთქვის საშუალებას მოუსპობს.

„რომ დავიხურო, მუშაობას ვეღარ განვაახლებ, ამიტომ სალონს არ დავხურავ. არც ჯარიმას გადავიხდი, მილიონი ადამიანი დააჯარიმეს და მაქედან არავის გადაუხდია ეს თანხა, მეც მასე ვიმუშავებ. სალონები რომ დაიხუროს, ყველა თავის სტილისტთან სახლში ივლის, რა მნიშვნელობა აქვს სახლში ივლიან თუ მე ვიმუშავებ და გავაგრძელებ ჩემს ბიზნესს, რომელიც 20 წელი ვაშენე. ყველას იჯარის დავალიანება გვაქვს, გადასახდელია ბანკის სესხები. რა მომკლავს მე და ჩემს 100 თანამშრომელს, კორონავირუსი თუ უმუშევრობა აღარ ვიცი,“ - აცხადებს ნელი ავილოვი.

მისი ინფორმაციით, მთავრობისგან სალონს ამ დრომდე არანაირი ოფიციალური შეტყობინება დახურვასთან დაკავშირებით არ მიუღია.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების გამო შესაძლოა დაიხუროს როგორც დიდი სავაჭრო ქსელები (მოლები), ასევე სალონები. საუბარია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023